აშშ-ის ფარიკაობის ფედერაციის დელეგაციის ვიზიტი

30 ივლისი 2025, 11:36 105 ნახვა

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში სპორტის ამერიკის შეერთებული შტატების ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობაზე. შეხვედრას ესწრებოდა ვეტერანი მოფარიკავე და მწვრთნელი არჩილ ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად ამერიკის ფარიკაობის ნაკრების წევრებს წვრთნის. მინისტრმა იგი ქართულ ფარიკაობასა და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

ტურნირში 120 ქვეყნის 1205 ქალი და მამაკაცი მოფარიკავე მონაწილეობს; ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობს; ასპარეზობები როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებს მოიცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში