უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეიდან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მათი თაღლითობის მფარველები არიან - შალვა პაპუაშვილი

31 ივლისი 2025, 11:19 238 ნახვა

პორტი ვერ ააშენეს და საკუთარ ქვეყანას მიადგნენ დასანგრევად. ითხოვდნენ 1,5 მილიარდ დოლარს მოქალაქეების ჯიბიდან, მაგრამ მოუწიათ თავად 7,1 მილიონი დოლარის დაბრუნება ბიუჯეტში, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მილიონებზე, რომელიც ფუჭად ხარჯეს, როგორც აღმოჩნდა დაბალი კვალიფიკაციის ადვოკატებზე. ასეთი ბოლო ექნება ყველა თაღლითის საქმე - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

"მანამდე კი იყო სხვა თაღლითობაც, რომელიც სასამართლოს განაჩენით დასრულდა, როდესაც ბანკიდან 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს. ამ სქემის გამო ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 7-7 წელი მიესაჯათ, ბანკმა კი 3 მილიონი დოლარი ჯარიმა აღიარა და გადაიხადა.

სამი წლის წინ, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE), ეს თაღლითები, წევრებად მიიღო. ამითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ალიანსის მორალზე.

ახლა, მნიშვნელოვანია, ვნახოთ, ერთი ეროვნული და ორი საერთაშორისო სასამართლოს მიერ, ამ თაღლითების მხილების შემდეგ, თუ დაიტოვებენ წევრებად, თუ დადასტურდება საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ALDE-ს წევრობა, უბრალოდ, იყიდეს.

ჩვენ კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, დღეიდან, ამათ ხელს ჩამოართმევენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამათი თაღლითობის მფარველები არიან"- წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი