საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი

31 ივლისი 2025, 14:37 155 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა „ბათუმის მერიის თასი - 2025“, რომელსაც ჩვენი ქალაქი უკვე მეცხრედ მასპინძლობს. შეჯიბრებაში 28 ქვეყნის 600-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის ყველა ასაკის საერთაშორისო კლასის დიდოსტატები და ოსტატები. ტურნირი 8, 10, 12 და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის ტარდება და მასზე თვალყურის დევნება ლაივ-ტრანსლაციითაცაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ საჭადრაკო ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობენ მოჭადრაკეები კორეიდან და არგენტინიდან. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ტარდება. ფესტივალი საჭადრაკო კლუბ „ნონასა“ და ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება. ტურნირი 7 აგვისტოს დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი