„შენი განათლება უდრის შენს ჯანმრთელობას“ - ამ სახელოწოდების საინფორმაციო კონფერენცია გაიმართა.
პროექტს ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ფონდი „სოლიდარობა განათლებისთვის'' ახორციელებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ახალგაზრდა მშობლების ინფორმირებულობის ამაღლებაზე, ორსულობის დაგეგმვაზე ჩვილის მოვლისა და პოსტსამშობიარო ჯანმრთელობის საკითხებზე.