აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილისა და დავით ხახუტაიშვილის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო ქობულეთის მერიაში. სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას საჭირო დოკუმენტები უნდა წარუდგინოს.
სტიპენდიის მოსაპოვებლად, სოციალურად დაუცველმა, ობოლმა და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია (სარეიტინგო ქულა, მშობლის გარდაცვალების ცნობა, მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა, შშმ სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ) სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს კვარტალში ერთხელ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომლებსაც საშუალო არითმეტიკული ქულა 91 და მეტი აქვს.
თანხა სემესტრში შეადგენს 500 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 1000 ლარს.
განცხადებების მიღება 1 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.