ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს საქართველოს და აზერბაიჯანის განათლების მინისტრების მოადგილეები შეხვდნენ. ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, 50-მდე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა იმყოფება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებისთვის ექსკურსიები, სპორტული, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები იმართება.
წელს ანაკლიის ბანაკი 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. ივლისში ქართველი ახალგაზრდები აზერბაიჯანში გუბაში, ბაქოსა და სუმგაითში გამართულ ბანაკებში იმყოფებოდნენ.