ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა - ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეეხება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია“.