ლელომ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა და ყადაღა მოეხსნა

06 აგვისტო 2025, 20:01 312 ნახვა

აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს სადაც საუბარია, რომ ,,ლელო საქართველომ” სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმისწარმოება დაასრულა, შესაბამისად ,,ლელო საქართველოს” ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროს "ლელო-ძლიერი საქართველოს" საბანკო ანგარიში დაყადაღებული ჰქონდა, ბიუროს განმარტებით ,,ლელო საქართველოს” მიმართ მიმდინარეობდა იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყადაღა არ ვრცელდებოდა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატებოდა 1500 ლარს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი