დავით ხომერიკის განაჩენი - გამოხმაურებები

16 აგვისტო 2025, 19:52 116 ნახვა

პოლიტიკური შეფასებების თემაა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აქციაზე დაკავებულ დავით ხომერიკთან დაკავშირებით, რომელიც აფეთქების მომზადების ბრალდებით არის დაკავებული და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას ბრიუსელს აკისრებს და დანაშაულის წახალისებაში სდებს ბრალს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე შეფასებებს აკეთებენ ოპონენტები - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით რაიმე სახის შენიშვნას მმართველი გუნდისგან არ მიიღებენ.

გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მხრიდან არ მომხდარა და არ მოხდება იმ პროცესების დაფინანსება, რომლებიც ქვეყნის ინტერესების ღალატს ემსახურება.

მმართველი გუნდის შეფასებით კი, სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს ექსტრემიზმის მასშტაბს, რომელიც აქციებზე დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში