პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე „კანაფი“.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს.
დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე „კანაფი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.