მსოფლიო ჩემპიონატი პარაძალოსნობაში 

18 აგვისტო 2025, 09:04 81 ნახვა

ჩილეში გამართულ პარაძალოსნობის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა, ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ორივე ოქროს მედალი აკაკი ჯინჭარაძის ანგარიშზეა. მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში 246 კილოგრამი დაძლია და ჩემპიონი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 721 კილოგრამით კიდევ ერთი ოქრო მოიპოვა.

ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა მაკა კვინჩიამ, ინდივიდუალურ პროგრამაში 126 კილოგრამით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯამური შედეგით - 371 კილოგრამით კიდევ ერთხელ გახდა ვიცე-ჩემპიონი.

გიორგი ლაცაბიძემ ინდივიდუალურ ასპარეზობაში 218 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო შედეგით კი 433 კილოგრამით მეორე ბრინჯაოც დაამატა.

იაგო გორგოძემ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 180 კგ ჩათვალა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში