UFC-ის საშუალო წონაში ახალი ჩემპიონი ჰყავს

18 აგვისტო 2025, 08:31 104 ნახვა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ს საშუალო წონითი კატეგორიის ახალი ჩემპიონია. ჩიკაგოში გამართულ ბრძოლაში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელმა მებრძოლმა სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ხუთრაუნდიან ბრძოლაში ჩიმაევს დიდი უპირატესობა ჰქონდა და ყველა რაუნდი მოიგო.

ხამზატ ჩიმაევი შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია. 31 წლის სპორტსმენს კარიერაში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.

რაც შეეხება დრიკუს დუ პლესის, ყოფილმა ჩემპიონმა ორგანიზაცია UFC-ში პირველად წააგო, ხოლო მთლიანად კარიერაში ეს მისთვის მეორე მარცხი იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში