UFC-ის განახლებულ რეიტინგს კვლავ ილია თოფურია ლიდერობს 

20 აგვისტო 2025, 09:26 93 ნახვა

ჩიკაგოში ჩატარებული UFC 319-ის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი განაახლა. რეიტინგის ლიდერი კვლავ ილია თოფურიაა, რომელმაც ივნისში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

რეიტინგში 10 საფეხურით დაწინაურდა საშუალო წონის ახალი ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელმა მებრძოლმა ჩიკაგოში სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი დაამარცხა. მეორე ადგილზე ისლამ მახაჩევია, მესამე პოზიციას კი კიდევ ერთი ქართველი, მერაბ დვალიშვილი ინარჩუნებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი