ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა საქართველოს განათლების მინისტრმა. მასწავლებლების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით ტარდება.
ინიციატივის მიზანი პედაგოგთა წახალისება, მათი შრომის აღიარება და ღვაწლის დაფასებაა.
პედაგოგები, რომელთაც ჯილდო გადაეცათ, დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე