უნგრეთი მზად არის ტრამპი-ზელენსკი-პუტინის შეხვედრას უმასპინძლოს - სიიარტო

21 აგვისტო 2025, 13:25 97 ნახვა

უნგრეთი მზად არის აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივ სამიტს უმასპინძლოს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაურეკა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილა, კერძოდ ის, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი