თურქეთის ტრანსპორტი მინისტრი სიჩქარის გადაჭარბების გამო მას შემდეგ დააჯარიმეს, მას შემდეგ რაც გზატკეცილზე 225 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რაც ორჯერ აღემატება კანონით განსაზღვრულ ნორმას.
ვიდეოში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვის ამონარიდი ისმის, სადაც იგი მთავრობის ინფრასტრუქტურას აქებს. ანკარა-ნიგდეს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს ავტომობილი სხვა ავტომობილებს უვლის გვერდს.
საგზაო პოლიციამ მინისტრი მოგვიანებით 9 ათას 267 ლირით დააჯარიმა სიჩქარის ლიმიტის დარღვევისთვის.
საზოგადოების მხრიდან მოყოლილი აჟიოტაჟის შემდეგ ურალოღლუმ ჯარიმის ქვითარი იქსზე გააზიარა და დაწერა: „ბოდიშს ვუხდი ჩვენს ერს“.
თურქეთის ავტომაგისტრალებზე მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტი 140 კმ/სთ-ია. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს თითქმის 1.5 მილიონ საგზაო შემთხვევას 6,351 ადამიანი ემსხვერპლა.