ჰესბოლას ლიდერის ულტიმატუმი ისრაელს

26 აგვისტო 2025, 09:18 128 ნახვა

ჰეზბოლას ლიდერმა, ნაიმ კასემმა, განაცხადა, რომ ლიბანის მთავრობამ ჯერ უნდა უზრუნველყოს, რომ ისრაელი 27 ნოემბერს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეასრულებს, სანამ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაზე მოლაპარაკებები დაიწყება, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის უარი განიარაღებაზე.

ორშაბათს ისრაელმა მიანიშნა, რომ შეამცირებს თავის სამხედრო ყოფნას სამხრეთ ლიბანში, თუ ლიბანის შეიარაღებული ძალები ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური მებრძოლი დაჯგუფება ჰეზბოლას განიარაღებისთვის ზომებს მიიღებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადება გავრცელდა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის ელჩ ტომ ბარაკს შორის შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ჰეზბოლას განიარაღებისა და ისრაელის ძალების ლიბანიდან გაყვანის გეგმაში.

ამ თვეში ლიბანის კაბინეტმა არმიას დაავალა დეკემბრისთვის იარაღზე სახელმწიფო კონტროლის დამყარების გეგმის შემუშავება, რაც გამოწვევაა ჰეზბოლასთვის, რომელმაც უარი თქვა განიარაღების მოწოდებებზე. ჰესბოლა უარს ამბობს  განიარაღებაზე, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს დარტყმებს და არ გაიყვანს ჯარებს სამხრეთ ლიბანიდან. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში