ბერლინში გერმანიის კანცლერმა კანადის პრემიერ-მინისტრი მიიღო. ფრიდრიხ მერცმა და მარკ კარნიმ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე ისაუბრეს. გერმანიის კანცლერის თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა პუტინს მომდევნო რამდენიმე დღეში შეხვდეს და ახლა მოსკოვზეა დამოკიდებული აპირებს თუ არა რუსეთის ლიდერი მკვლელობების შეწყვეტას და ამ შეთავაზების მიიღებს.
„თუ რუსული მხარე ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მაშინ მეტი ზეწოლა იქნება საჭირო. ამ შემთხვევაში, ჩვენ, ევროკავშირში, დამატებით სანქციებზე ვმუშაობთ - განაცხადა მერცმა.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს, გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ გერმანია კანადისგან განსხვავებით არ აპირებს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.