საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციის წევრები.