„ქალაქური სიმღერების საღამო“ პეტრას ციხეზე

26 აგვისტო 2025, 19:46 208 ნახვა

"ქალაქური სიმღერების საღამო" გაიმართება ისტორიულ ციხე-ქალაქ პეტრაზე. ანსამბლ „ბათუმის“ და „ქართული ხმების“ კონცერტი ხვალ 27 აგვისტოს 20 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

დღეს ტერიტორიაზე საკონცერტო დეკორაციები მოაწყვეს, გამართეს სცენა. საღამო აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში იმართება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში