გოჯურიუს კლუბ "ბუსი დოს" მასტერკლასი

01 სექტემბერი 2025, 10:16 61 ნახვა

ბათუმის გოჯურიუ კარატე დო-ს კლუბი "ბუსი დო"-ს მასტერკლასი ბათუმში. აღმოსავლური ორთაბრძოლების, კერძოდ კი გოჯურიუ კარატე დო-ს კლუბი "ბუსი დო" გაიხსნა, რომელსაც საქართველოსა და აჭარის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, შავი ქამრის და პირველი დანის მფლობელი, სენსეი მამუკა ბერიძე ხელმძღვანელობს.

გაიმართა ახალი კლუბის პირველი მასტერ კლასიც. გარდა კარატესი, კლუბი ორიენტირებულია ასევე ემემეიზე, შერეულ ორთაბრძოლებზე.

კლუბის დამფუძნებლის თქმით, მისი მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რანგის ჩემპიონატებსა და ტურნირებზე როგორც გოჯურიუ კარატე დო-ში, ასევე შერეულ ორთაბრძოლებში.

ვარჯიშის დაწყება 4 წლის ასაკიდან როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შეუძლიათ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში