როდის დაასახელებენ არჩევნებში მონაწილე პარტიები კანდიდატებს აჭარაში?

02 სექტემბერი 2025, 14:15 100 ნახვა

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატებსა და პარტიული სიის ნომრებს უახლოეს დღეებში დაასახელებენ. თითქმის ყველა პარტიაში მერობის კანდიდატებზე შეჯერებულები არიან. 

ცნობილია, რომ მემორანდუმის ფარგლებში,  „ლელო ძლიერ  საქართველო“-ს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის ერთობლივი  კანდიდატები ეყოლებათ. რეგიონში მერობის კანდიდატი არ ეყოლება „გირჩი მეტი თავისუფლებას“. სიის პირველი ნომერი კი გია მასალკინი იქნება.

მმართველ გუნდში კი მოლოდინი აქვთ რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში უმრავლესობას მოიპოვენ იმ კანდიდატების მეშვეობით, რომლებსაც რამდენიმე დღეში დაასახელებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში