პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის" 12 წევრის უფლებამოსილება ცნო

02 სექტემბერი 2025, 14:19 368 ნახვა

პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. საუბარია უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატების ადგილმონაცვლეობის მანდატების ცნობაზე. საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, 2 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე