პარლამენტი დღეს სუს-ის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს

03 სექტემბერი 2025, 11:44 137 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეიდან ახალი ხელმძღვანელი ოფიციალურად ეყოლება. ამ პოსტზე მამუკა მდინარაძეს დეპუტატები რამდენიმე საათში აირჩევენ.

მანამდე კი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა, მედიისათვის დახურულ ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევის საკითხი განიხილა.

კომიტეტის წევრებს ახალ თანამდებობაზე საკუთარ ხედვებს თავად მამუკა მდინარაძე აცნობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში