მანანა მენაბდეს დღეს დაკრძალავენ

04 სექტემბერი 2025, 14:05 159 ნახვა

მუსიკოსსა და მომღერალს მანანა მენაბდეს დღეს მახათას მთაზე დაკრძალავენ. დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი თუმანიშვილის თეატრში მიმდინარეობდა. მანანა მენაბდე დები იშხნელების ოჯახში დაიბადა. მუსიკოსი მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების და ნაწარმოებების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა.

მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა.

მუსიკოსმა 1986 წელს მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“. მანანა მენაბდე თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზ ჯგუფებთან „შინ“ და „ადიო“.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში