საქართველოს და თურქეთის სპორტის მინისტრების შეხვედრა

05 სექტემბერი 2025, 11:56 112 ნახვა

საქართველომ და თურქეთმა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს, რომელიც სპორტის სფეროს უწყებათა შორის ორმხრივ თანამშრომლობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას მოიცავს.

მემორანდუმი საქართველოს სპორტის მინისტრის შალვა გოგოლაძისა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის ოსმან აშკინ ბაკის შეხვედრის დროს გაფორმდა. 

სამუშაო შეხვედრისას მინისტრებმა ქართველი და თურქი სპორტსმენების გამორჩეული წარმატებების, სპორტული ტურიზმისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, აგრეთვე, ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი