ევრობასკეტის ბოლო მე-5 ტურში, C ჯგუფში, წუხელ საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 90:86 დაამარცხა და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში გაიყვანა.
C ჯგუფიდან საუკეთესო თექვსმეტეულში საბერძნეთი, იტალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველო იასპარეზებენ.
მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა. ამრიგად, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში D ჯგუფის გამარჯვებულს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა 7 სექტემბერს გაიმართება.