ვითარება ახლო აღმოსავლეთში

06 სექტემბერი 2025, 14:40 81 ნახვა

ისრაელის არმია ღაზის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ და სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდებს, მიზეზად კი ანკლავის ურბანულ ზონაში გააქტიურებას ასახელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ქალაქ ღაზის აღების ბრძანება გასცა, ისრაელის ძალები ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შეტევებს ახორციელებენ.

სამხედროებმა ოპერაციის მხარდასაჭერად ათიათასობით რეზერვისტი გამოიძახეს. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზა „ჰამასის“ საყრდენია და მისი აღება „ჰამასის“ დასამარცხებლად აუცილებელია. როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელის შეტევები ტერიტორიაზე მყოფ ასობით ათას პალესტინელს საფრთხეს უქმნის.

მედიის ცნობით, ქალაქ ღაზის მოსახლეობის უმეტესობა ომის დასაწყისში იძულებით გადაადგილებული იყო, თუმცა მოგვიანებით ისინი ანკლავში დაბრუნდნენ. ზოგიერთი მათგანი ხელახლა გადაადგილებაზე უარს აცხადებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი