ვლადიმერ პუტინი მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვაგანაც შეხვდეს - ფიცო

07 სექტემბერი 2025, 13:42 158 ნახვა

ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ნებისმიერ ადგილას“ და არა მხოლოდ მოსკოვში, - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მასთან განაცხადა.

ფიცოს თქმითვე, მასთან შეხვედრის დროს ზელენსკიმაც განაცხადა, რომ პუტინთან შესახვედრად მზად იყო.

„პრეზიდენტ ზელენსკის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა პოლიტიკურად არანაირ სარგებელს არ მოუტანდა და, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არ იქნებოდნენ აღფრთოვანებულები, თუ პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებოდა. თუმცა, ორივე მხარე ხვდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება პოლიტიკური ზიანი მიაყენოს, აუცილებელია შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ისინი მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ, ომი არ დასრულდება“, - განაცხადა ფიცომ.

სლოვაკეთის პრემიერმა დასძინა, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და მასთან საერთაშორისო თანამშრომლობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი