პარტია „მემარცხენე ალიანსის'' ლიდერის განცხადება

08 სექტემბერი 2025, 14:05 118 ნახვა

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა ევროკავშირის პოლიტიკურ ბიუროკრატიაზე ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია და უპასუხოდ არ დარჩება ევროკავშირის პოლიტიკური ბიუროკრატიის მიერ საქართველოს პირად პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება.

შატბერაშვილის თქმით, ევროკავშირის ულტიმატუმი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმებას არ იქნება იმის საფუძველი, რომ საქართველომ მრავალი საუკუნის ცეცხლით და სისხლით ნაჭედი იდენტობა დაკარგოს.

“მემარცხენე ალიანსი” ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტონ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ილუზიების თავს მოხვევა და დაუყოვნებლივ დაიწყონ სამართლებრივი პროცედურა საქართველოს კონსტიტუციიდან იმპერატიული მუხლის ამოღების თაობაზე, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას შეეხება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი