სულხან თამაზაშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ელჩს შეხვდა

09 სექტემბერი 2025, 17:58 115 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს რეგიონის საინვესტიციო გარემო და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების, ასევე, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

სულხან თამაზაშვილმა ელჩს და ტაჯიკ ხალხს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა ორ ხალხს შორის მეგობრული კავშირების გაფართოების მნიშვნელობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში თენგიზ ქოქოლაძე.

 

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი