ნუკრი ქანთარია ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი აღარ არის 

01 ნოემბერი 2025, 15:00 164 ნახვა

აჭარის ხელისუფლებასთან შეთანხმებით,  გავთავისუფლდი ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის დრამატული თეატრის ოფიციალური ფბ გვერდი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით ნუკრი ქანთარია მადლობას უხდის მაყურებელს და თეატრის იმ თანამშრომლებს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას: ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს და მსახიობებს. 

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორის პოზიცია დღეიდან ვაკანტურია,  ვინ დაიკავებს თეატრის დირექტორის თანამდებობას ჯერჯერობით უცნობია  -  ცნობისთვის ბათუმის დრამატული თეატრის დასი თეატრის დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას 2025 წლის სექტემბრიდან ითხოვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე