„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ - ჰელსინკის კომისია დღეს საქართველოს შესახებ მოსმენას გამართავს ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, „მოსმენაზე საქართველოს ავტორიტარიზმისკენ გადახვევის გლობალურ შედეგებს განიხილავენ“.
შეხვედრაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინათინ ხიდაშელს და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოუსმენენ.