პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს, აბდულა ალ ნუაიმის შეხვდა

10 სექტემბერი 2025, 16:47 117 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს, აბდულა ალ ნუაიმის შეხვდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში გატარებულ რეფორმებს, სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

შეხვედრის დასასრულს, პაატა სალიამ აბდულა ალ ნუაიმი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2026 წელს, იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ორგანიზებით, თბილისში გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი