მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს მოაზროვნე - მარშალ გოლდსმიტი ბათუმშია

21 მაისი 2017, 00:00 3015 ნახვა

ბათუმში მსოფლიოში ცნობილი სპიკერი, ბიზნეს მოაზროვნე - მარშალ გოლდსმიტი იმყოფება. იგი, მსოფლიო დონის სხვა სპიკერებთან ერთად, ხვალ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

მარშალ გოლდსმიტი ლიდერთა შორის ორჯერ დაასახელეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან  მოაზროვნედ. იგი 30-ზე მეტი წიგნის ავტორია, მათგან თითოეული ყველაზე მოთხოვნადია მსოფლიოში. „ფორბსმა“ მარშალ გოლდსმიტი ყველაზე პატივსაცემი ქოუჩების ხუთეულში შეიყვანა. იგი ბათუმში პირველად იმყოფება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში