„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს" დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 სექტემბერს შედგება

12 სექტემბერი 2025, 14:44 164 ნახვა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა.  დირექტორობის მსურველები აკაკი ბერიძე და ნიკოლოზ მეგრელიშვილი არიან.

ტელევიზიის დირექტორი სამი წლის განმავლობაში ვლადიმერ ტატიშვილი იყო, რომელმაც დაკავებული თანამდებობა პირადი განაცხადის საფუძველზე ერთი თვის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

ღია კონკურსი ორ ტურად ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი