ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

13 სექტემბერი 2025, 15:00 107 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა მუხლებით წარედგინა.

გარდა აღნიშნული ბრალდებისა, ამავე საქმეზე დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. პროკურატურა სასამართლოსგან ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

საქმის მასალებსა და ბრალის დადგენილებას გაეცვნენ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატები.პოლიტიკოსის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ წარმოდგენილია  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისა და  სპეცრაზმელის პატაკები, რომელთა საფუძველზეც ხაბეიშვილის დანაშაულში  ბრალი წარედგინა.

ჩანაწერებში საუბარია საჯარო  მოწოდებებზე და აღნიშნულია, რომ მათთვის ეს მიმართვა შეურაცხმყოფელი იყო.  უფლებადამცველები ბრალს აბსურდულს უწოდებენ. პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი დღეს  18 საათისთვის არის ჩანიშნული

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი