მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი დახურა

13 სექტემბერი 2025, 20:22 136 ნახვა

უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი დაიხურა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ლევან ხაბეიშვილის განცხადების გაკეთების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა ტაში დაუკრეს.

პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. სიტყვის უფლებით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა და ბრალის აბსურდულობაზე ისაუბრა. პროკურატურა ლევან ხაბეიშვილისთვის პატიმრობის, მურთაზ ზოდელავასთვის კი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი