ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

14 სექტემბერი 2025, 09:51 153 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავა. ხაბეიშვილს კიდევ ერთი მუხლით წარედგინა ბრალი, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

ხაბეიშვილთნ ერთად დაკავებულ მურთაზ ზოდელავას კი, აღკვეთის ღონისძების სახით გირაო შეეფარდა. მან საპატიმრო დღეს დილით დატოვა. 

ზოდელავას სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი