კონკრეტული ელჩები, მათ შორის ევროკავშირის, დაკავებული არიან რადიკალიზაციის გაღვივებით, ჩართული არიან პროცესებში, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში - პრემიერი

15 სექტემბერი 2025, 19:38 118 ნახვა

კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებული საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და პირდაპირ არიან იმ პროცესებში ჩართული, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი როცა პირდაპირ არის ჩართული ასეთ პროცესებში, არის ძალიან სამწუხარო და აზიანებს ევროკავშირის იმიჯს საქართველოში.

„გახსოვთ, 100 წლის წინ როგორები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები და ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, ასეთი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდათ საქართველოში. თქვენ იცით, რომ თავის დროზე ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ზუსტად ასეთ პროცესებს უპირისპირდებოდა და, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ასეთი პროცესებისგან. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული მსგავს პროცესებში, არის ძალიან სამწუხარო. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საქართველოში ევროკავშირის იმიჯზე. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, რომელსაც ყველა წინ უნდა აღვუდგეთ“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი