თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია ოპოზიციური პარტიების გეგმები. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი 4 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას აანონსებს.
''ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ ამ გზით მოხდება ქართული ოცნების “მშვიდობიანი დამხობა“.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნებს მიიჩნევს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ დარწმუნებული არიან რომ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ აქვს.