საბა ბუაძემ პარტია "ლელო" დატოვა

16 სექტემბერი 2025, 15:03 108 ნახვა

საბა ბუაძემ "ლელო - ძლიერი საქართველო" დატოვა - აღნიშნულის შესახებ საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

"როგორც იცით, 5 ივლისს მივიღე გადაწყვეტილება ლელოში პარტიული თანამდებობების დატოვების შესახებ და რიგით წევრად დავრჩი იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი საპატიმროს არ დატოვებდნენ (ცხადია რიგით წევრად დარჩენა სიმბოლური იყო). დღეს უკვე მამუკა და ბადრი თავისუფლები არიან, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ სრულად დავტოვე ლელო.

მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკას, ბადრის და სხვა ჩემს მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 6 წლის წინ დავაფუძნეთ ლელო. ხედვებს შორის სხვაობის მიუხედავად, ლელოში ვტოვებ ბევრ მეგობარს, რომლებთან ერთადაც პოლიტიკური ბრძოლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

რა თქმა უნდა, ვრჩები პოლიტიკაში და ვაგრძელებ თანამოაზრეების ძებნას იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში გაბატონებულ ისტერიას საღი აზრით ჩაანაცვლებს", - აღნიშნავს საბა ბუაძე.

ბუაძემ "ლელო - ძლიერი საქართველოს" დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კოალიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი