ქობულეთის საკრებულოს სხდომა

16 სექტემბერი 2025, 20:03 82 ნახვა

ქობულეთში საკრებულოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს მესხიძის ქუჩაზე მდებარე 10-ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მიწისქვეშა სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, დასასვენებელი სახლების მშენებლობის მიზნით განაშენიანების  გეგმის დამტკიცების შესახებ.

საუბარია შპს "შატოკვირიკეს“ პროექტზე, რომელიც მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას აანონსებს.  სამომავლოდ საუბარია, ასევე შალე კვირიკედან, შატო კვირიკემდე ახალი საბაგირო გზის მოწყობაზეც.

დღესვე საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფელ ცეცხლაურში ერთ-ერთი ჩიხს სახელი გადაერქვა "ხინოს ქუჩა" დაერქმევა.

 
ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი