შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის ელჩს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე. დადებითად შეფასდა საპარლამენტო კავშირები, მათ შორის, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ხშირი გაცვლები.
მხარეებმა, აგრეთვე, აღნიშნეს ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.