თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდური ასპარეზობის გამარჯვებული გახდა.
ქართველი პარაძიუდოისტები გუნდურ შეჯიბრებაში პირველად გახდნენ კონტინენტის ჩემპიონები.
ჯამში, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე თბილისის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ათი მედალია – ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს.
საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ასევე იტალიის, საფრანგეთისა და მოლდოვას ნაკრებებსაც სძლია. ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა.
ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ), ლევან გუგავამ (J2 კატეგორია -81 კგ) და რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) იზეიმეს. ვერცხლს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) და ზვიად გოგოჭური (J2 კატეგორია +95კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ), საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია -81 კგ), ინა ქალდანმა(J2 კატეგორია +70კგ) და ლაშა ყიზილაშილი (J2 კატეგორია -95 კგ) მოიპოვეს.
პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.