სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპიროს დასუფთავება 

22 სექტემბერი 2025, 12:04 124 ნახვა

ძლიერმა შტორმმა ბათუმის სანაპიროზე დიდი რაოდენობით ნარჩენები გამორიყა. სანაპირო ზოლის ინტენსიური დასუფთავება დილიდან მიმდინარეობს, პროცესში ჩართულია სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორი.  

პარალელურად სანაპირო სუფთავდება სპეციალური ტექნიკითაც. 

ცნობისთვის, ორ დღიანმა შტორმმა სანაპიროზე დიდი რაოდენობით ხის ტოტები, პლასტმასის ბოთლები და სხვა სახის ნარჩენები გამორიყა.

დასუფთავების სამუშაოების შემდეგ სანაპირო ზოლის მონიტორინგი გაგრძელდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში