შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილესთან, როლანდ მესხთან ერთად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და ამავე დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებულ საპოლიციო ღონისძიებებს. აღინიშნა, რომ ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა არაერთი მსგავსი კატეგორიის დანაშაული გახსნეს და ათეულობით პირი დააკავეს.
გეკა გელაძემ თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე