აქცია სიმონეთში, ადგილობრივები სოფელში წყლის მაგისტრალის მშენებლობას აპორტესტებენ და ირწმუნებიან, რომ ახალი მაგისტრალით დასახლებაში არსებული წყლის რესურსი თვითმმართველობას მეზობელ სოფელ მახოში გადაჰყავს, რის შედეგადაც სიმონეთი უწყლოდ რჩება. აქციის მონაწილეთა თქმით, მათთვის არსებული წყალი ისედაც არასაკმარისია.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, წყლის დეფიციტის გამო ვერ ამუშავებენ წისქვილს. აქციის მონაწილეებს დღეს ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები შეხვდნენ, ხელვაჩაურის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორი ირწმუნება, რომ აღნიშნული პროექტი სიმონეთის მოსახლეობას ზიანს არ მიაყენებს.
ასევე მერიაში აღნიშნავენ რომ სოფელ სიმონეთში დაგეგმილი წყლის მაგისტრალის მოწყობა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტის ნაწილია.
პროექტს თან ერთვის ჰიდროლოგიური სამსახურის დასკვნა, რომლის მიხედვითაც წყლის მოცულობა სრულად საკმარისია, რათა მაგისტრალის მოწყობა განხორციელდეს ისე, რომ წყლის დონე არ შემცირდეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე