გიორგი მიქაუტაძის საგოლე პასი 

24 სექტემბერი 2025, 08:52 178 ნახვა

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში „სევილიას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1. მწვრთნელმა ქართველ ლეგიონერს დასვენების საშუალება მისცა.

მიქაუტაძე მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 86-ე წუთზე მანორ სოლომონმა გამარჯვების გოლი სწორედ მიქაუტაძის პასით გაიტანა.

ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 6 ტურის შემდეგ „ვილიარეალმა“ 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, 3 შეხვედრაში მან ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე