შეჯიბრება ქართულ საბრძოლო ხელოვნება კრიობაში

24 სექტემბერი 2025, 14:05 315 ნახვა

წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლებმა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაზე ქართულ საბრძოლო ხელოვნებებში „მამბერ 7“-ზე. ორთაბრძოლები ქართულ საბრძოლო ხელოვნება კრიობაში ჩატარდა, რომელზეც ბათუმის გუნდი ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ამათგან ორმა - ნიკა მგელაძემ და ნიკა კონცელიძემ პროფესიონალებში იჩხუბეს, გულადი დიასამიძემ და დემეტრე მოდებაძემ კი ძალები მოყვარულ მებრძოლთა შორის მოსინჯეს.

პროფესიონალთა შორის მგელაძემ და კონცელიძემ თავიანთი ბრძოლები მოიგეს, მოყვარულთა შორის გაიმარჯვა გულადი დიასამიძემ. აღსანიშნავია, რომ ნიკა მგელაძისთვის ეს „მამბერზე“ ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო, რითიც მან სატიტულო ბრძოლის უფლებაც დაიმსახურა, რომელიც „მამბერ 8-ზე“ ბათუმში გაიმართება.

თუ ვინ იქნება ბათუმელი მებრძოლის მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე